ჩემი პროფილი
სერვისები2 ნოემბერი 20262 წთ საკითხავი

ტაო დაზღვევა - მხარდაჭერა საზღვარგარეთ მოგზაურობისას

გოგონა ლურჯი ჩემოდნით

ახალი ქვეყნები, ახალი გამოცდილება და შთაბეჭდილებები - მოგზაურობისას ყველაფრის წინასწარ გათვლა შეუძლებელია. ტაოს სამოგზაურო დაზღვევა შექმნილია იმისთვის, რომ საზღვარგარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი შემთხვევები დამატებით საზრუნავად არ იქცეს.

სადაზღვევო პაკეტის პირობების შესაბამისად, დაფარვა შეიძლება მოიცავდეს გადაუდებელ ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ მკურნალობას, გადაუდებელ სტომატოლოგიურ დახმარებასა და სამედიცინო რეპატრიაციას. საჭიროების შემთხვევაში მოგზაურს შეუძლია ისარგებლოს დახმარების კოორდინაციით და დისტანციური სამედიცინო კონსულტაციით.

სამოგზაურო დაზღვევის არჩევისას მნიშვნელოვანია დანიშნულების ქვეყნის, მოგზაურობის ხანგრძლივობისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება. კონკრეტული დაფარვები, ლიმიტები და გამონაკლისები განისაზღვრება შერჩეული პოლისის პირობებით.

ტაო - დაზღვევა, რომელიც მუშაობს მაშინაც, როდესაც სახლიდან შორს ხარ.

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე