ჩემი პროფილი
სერვისები2 ნოემბერი 20262 წთ საკითხავი

ონლაინ აფთიაქი: მედიკამენტების შეძენა კიდევ უფრო მარტივია

აფთიაქის აპლიკაცია ტელეფონის ეკრანზე

ტაოს მომხმარებლებისთვის მედიკამენტების შეძენა უფრო კომფორტული ხდება. საჭირო მედიკამენტების შესაძენად აფთიაქში მისვლა ყოველთვის აუცილებელი აღარ არის. ტაოს ონლაინ აფთიაქის სერვისით მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების შეძენა პირდაპირ აპლიკაციიდან და პორტალიდანაა შესაძლებელი:მარტივად და სწრაფად.

სერვისი აერთიანებს GPC-სა და ფარმადეპოს აფთიაქების შეთავაზებებს. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს როგორც ოჯახის ექიმის მიმართვით, ისე მიმართვის გარეშე მედიკამენტები, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტები.

განსაკუთრებით მოსახერხებელია დაზღვევით გათვალისწინებული მედიკამენტების შეძენა. მიმართვაში მითითებული მედიკამენტები ავტომატურად აისახება მომხმარებლის პირად სივრცეში, შეკვეთის გაფორმებისას კი მხოლოდ საკუთარ წილს გადაიხდით. მომხმარებელს ასევე შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ფორმა - შეკვეთის ადგილზე მიტანა ან აფთიაქიდან გატანა.

ტაო დაზღვევის ციფრული სერვისები ამარტივებს ყოველდღიურობას, ზოგავს დროს და ჯანმრთელობაზე ზრუნვას უფრო კომფორტულს ხდის.

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე