ჩემი პროფილი

ქონებისკორპორატიულიდაზღვევა

ქონების დაზღვევა დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი ბიზნესის კუთვნილი ქონება და უზრუნველყოფს თქვენს ფინანსურ სტაბილურობას

მაღაზიის მფლობელი თავისი მაღაზიის შესასვლელთან ძველ თბილისში

ბიზნეს ქონება ფარავს:

წყალდიდობა

თვითმფრინავის ან სხვა საჰაერო ტრანსპორტის ჩამოვარდნა

ავტოტრანსპორტის შეჯახება

წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა

მიწისძვრა

შტორმი, ქარიშხალი, უხვთოვლიანობა

ნიადაგის ჩამოშლა, მეწყერი

ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა

ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა

მესამე მხარის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი

დაზღვევის ფარგლებში ტაო დაზღვევა გთავაზობთ თქვენი ქონების, დასაწყობებული მარაგების, მანქანა-დანადგარების, სხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და საქმიანობის შეჩერების დაზღვევას.

სადაზღვევო პოლისი უზრუნველყოფს თქვენს ფინანსურ დაცვას კრიტიკული სიტუაციებისგან. მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი შემთხვევებით გამოწვეულმა ფინანსურმა ზარალმა შეიძლება სოლიდური ზიანი მიაყენოს თქვენს კომპანიას. ქონების დაზღვევა, როგორც რისკის მართვის მექანიზმი, მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდების საუკეთესო გზაა.

დააზღვიეთ სხვადასხვა ტიპის ქონება:

  • შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, საწარმო-ტექნოლოგიური ხაზები, სამეურნეო ინვენტარი
  • მარაგები, ინტერიერის საგნები, მოპირკეთება (ფანჯრის მინები, სარკეები, ვიტრინები და სხვა)
  • საკომუნიკაციო მოწყობილობები, მაღალი ძაბვის სისტემები და მსგავსი საწარმო-ტექნიკური დანიშნულების მექანიზმები და მოწყობილობები
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სხვა (ელექტროტექნიკა, კომპიუტერები და სხვა)
  • ოფისები (მათ შორის: ბანკები, ბიზნეს ცენტრები)
  • სასტუმროები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები, კლინიკები
  • ავტოგასამართი სადგურები, ნავთობის ბაზები
  • ქარხნები, საწარმოები, საამქროები და სხვა

დამატებით შეგიძლიათ შეიძინოთ:

საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევა

ქონების დაზღვევის პოლისით დაფარული რისკით დაზღვეული ქონების დაზიანების და/ან განადგურების შემთხვევაში თქვენ აგინაზღაურდებათ ქონების აღნიშნული ზიანის შედეგად საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული ზარალი

აღნიშნული დამატებითი დაფარვის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ქონების დაზღვევის პოლისთან ერთად

ბიზნესის დაზღვევა უზრუნველყოფს ფინანსურ დაცვას მოულოდნელი მოვლენებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი. დაზღვევა გეხმარებათ დაიცვათ თქვენი აქტივები, თანამშრომლები და თქვენი ბიზნეს საქმიანობის უწყვეტობა.