ქონების დაზღვევა

სადაზღვევო კომპანია"ტაო" კლიენტებს სთავაზობს ქონების დაზღვევას სხვადასხვა სახის რისკებისაგან, რომელთა დადგომაც ხშირ შემთხვევაში სერიოზულ ზარალს აყენებს მათ საქმიანობას, ანადგურებს მრავალი წლის განმავლობაში შეძენილ ქონებას, აფერხებს სასიცოცხლო პროცესებს. სადაზღვევო კომპანია `ტაო~ მომხმარებელს სთავაზობს ასეთი რისკებისაგან გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას დაზღვევის მექანიზმის საშუალებით.

სადაზღვევო რისკები

სადაზღვევო კომპანია "ტაო"-ს მიერ შეთავაზებული მომსახურება ითვალისწინებს ქონების დაზღვევას ისეთი რისკებისაგან, როგორიცაა:

 

სადაზღვევო კომპანია " ტაო "-ს მიერ შეთავაზებული მომსახურების პაკეტი ითვალისწინებს:

უძრავი ქონების (შენობა,ნაგებობები) როგორც კომპლექსურ, ასევე მათი ცალკეული არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილების დაზღვევას;
მოძრავი ქონების (მოწყობილობები, მანქანა-დანადგარები და სხვ) დაზღვევას.

ყველა ჩამოთვლილი რისკისაგან დაზღვევით სრულად იქნება დაცული კლიენტის მატერიალური ინტერესები, რაც გულისხმოს ყველა ზემოთჩამოთვლილი რისკის დადგომისას დაზღვეულის ქონებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანიის მიერ, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს ქონების აღდგენას (შეძენა, შეკეთება) პირვანდელ მდგომარეობაში.
გარდა აღნიშნული დაფარვებისა, კლიენტის სურვილით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს სხვა სახის ხარჯებიც, კერძოდ:

ზარალის ადგილის დასუფთავების ხარჯები;
ქონების გადარჩენილი (დაუზიანებელი) ნაწილის გადატანისა და დაცვის ხარჯები.

დაზღვევის პერიოდი განისაზღვრება არანაკლებ 12 თვის ვადით.
სადაზღვევო თანხა განისაზღვრება კლიენტსა და სადაზღვევო კომპანიას შორის ურთიერთშეთანხმებით ხელშეკრულების დადების მომენტში ქონების საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე.
სადაზღვევო პრემია განისაზღვრება კლიენტის მიერ სადაზღვევო პაკეტის (კონკრეტული სადაზღვევო რისკების) შერჩევის მიხედვით.
ფრანშიზის სიდიდე განისაზღვრება კლიენტსა და სადაზღვევო კომპანიას შორის ურთიერთშეთანხმებით.

სადაზღვევო კომპანია " ტაო"-ს ქონების დაზღვევის სპეციალისტები თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე მზად არიან დახმარება გაგიწიონ ქონების დაზღვევის პაკეტის შერჩევაში

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ:

ისარგებლოთ სატელეფონო კონსულტაციით;
ხელშეკრულების დასადებად აგენტი გამოიძახოთ ოფისში;
შეიძინოთ სადაზღვევო პოლისი სადაზღვევო კომპანია `ტაო~-ს ოფისში.

სიახლე

სადაზღვევო კომპანია ”ტაო” სს  პრივატბანკის საკრედიტო ბარათების  ყველა მფლობელს საშუალებას აძლევს  დააზღვიოს ქონება და სთავაზობს ინოვაციუ პროდუქტს: „ქონება დათვალიერების გარეშე! თვეში სულ რაღაც 3 ლარად თქვენ  დაცული იქნებით შემდეგი რისკებისგან: ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, მიწისძვრა, წყალდიდობა, შტორმი, სეტყვა, ქარიშხალი, ნიადაგის ჩამოშლა, ქვის ცვენა, უხვთოვლიანობა, მეწყერი, წყალგაყვანილობის სისტემების მწყობრიდან მოულოდნელი გამოსვლა, მესამე მხარის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი.

ქონება დათვალიერების გარეშე!