სადაზღვევო კომპანია "ტაო"

შპს სადაზღვევო კომპანია ”ტაო” დაარსდა 2007 წლის 20 აგვისტოს. კომპანიის დამფუძნებელი და აქციების 100%-ის მფლობელია სს ”ტაოპრივატბანკი”. მიუხედავად მოღვაწეობის მოკლე პერიოდისა, გამოირჩევა საკმაოდ მაღალი ფინანსური მდგრადობით.
შპს სადაზღვევო კომპანია ”ტაო” სწრაფად განვითარებადი კომპანიაა, რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს არსებული სადაზღვევო პროდუქტების განვითარება და ახალი სადაზღვევო პროდუქტების შექმნა.
კომპანიის მიზანია თითოეული დაზღვეულის ინტერესების დაცვა და გრძელვადიანი ურთიერთობა. პროფესიონალი კადრები უზრუნველყოფენ საიმედო დაცვას და მაღალ რეპუტაციას კლიენტთა და პარტნიორთა შორის. კომპანიის კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი სთავაზობს ბაზარს ახალ სადაზღვევო პროდუქტებს, იზიდავენ მომხმარებელს უნიკალური წინადადებებით, რომლებიც მაქსიმალურად შეესაბამება მათ მოლოდინსა და მოთხოვნებს.

სადაზღვევო კომპანია ”ტაო” გთავაზობთ:

ჩვენი უცხოელი პარტნიორები

                                 

         აღნიშნული ორგანიზაციები განაპირობებენ ჩვენი დაზღვევის საიმედოობას და შესაძლებლობას მოვახდინოთ უდიდესი მოცულობის რისკების სრულად დაფარვა.